საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განათავსა

28/03/2018

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განათავსა. ცერემონიას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მინდია კახიძე დაესწრნენ.

ნეონატალური რეანომობილის საშუალებით, კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირება განხორციელდება. ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანა ინკუბატორით, საინფუზიო, სამანიპულაციო და მონიტორინგის სისტემებით სრულად არის აღჭურვილი. ახალშობილების გარდა, რეანომობილის სამედიცინო ინფრასტრუქტურა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტის მართვის საშუალებას იძლევა.

10 ახალი რეანომობილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა. განახლებული ავტოპარკი გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0