დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საბაჟო კოდექსში შესატან ცვლილებას.
კანონპროექტი კომიტეტს ფინანსთან მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა გააცნო. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწება.
„აღმოიფხვრება რიგი ნორმების კოლიზია და უზუსტობები, უზრუნველყოფილ იქნება მოქნილი ადმინისტრირებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა და საბაჟო კანონმდებლობის რიგი დარღვევის პრევენცია“, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.