საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ათონელის ქუჩამდე, რის შემდეგაც, მოძრაობას მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ. შეზღუდვა 14 დეკემბრის 11:00 საათიდან 17 იანვრის 00:00 საათამდე იმოქმედებს.
საახალწლო ღონისძიებების პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება
13/12/2022