საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკითა და გალა კონცერტით დასრულდა

Sunday January 8th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბაკურიანში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკითა და გალა კონცერტით დასრულდა. გაიმართა საშობაო ბაზრობა, სადაც მსურველებს ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. მთელი დღის განმავლობაში საბავშვო გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობა გაიმართა, მათ შორის ფოტოსესია სანტა კლაუსთან. ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას შობა- ახალი წელი სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ მიულოცა. საახალწლო ღონისძიება დღის ბოლოს, გალა კონცერტით დასრულა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა “შვიდკაცამ” და ბენდმა “ნიუტონმა” მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0