საახალწლო ასაფეთქებლებით გამოწვეული დაზიანებებით, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრს, 2015 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე, 32-მა პაციენტმა მიაკითხა.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განфცხადა, 32 პაციენტიდან ერთ ბავშვს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. მისივე თქმით, ბავშვს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
„დეკემბრის ბოლოდან დღემდე, 32 პაციენტი შემოვიდა ჩვენ კლინიკაში. დიდი უმეტესობა დამწვრობით, რამდენიმე მათგანს კომბინირებული ჭრილობა ჰქონდა. ერთ-ერთ პაციენტს – ბავშვს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა და დღეს ვუშვებთ სახლში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.