საახალწლო ასაფეთქებლებით​ მიღებული დაზიანებებით, დამწვრობის ცენტრს 32-მა პაციენტმა მიმართა

Monday January 4th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საახალწლო ასაფეთქებლებით გამოწვეული დაზიანებებით, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრს, 2015 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე, 32-მა პაციენტმა მიაკითხა.

როგორც  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განфცხადა, 32 პაციენტიდან ერთ ბავშვს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. მისივე თქმით, ბავშვს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

„დეკემბრის ბოლოდან დღემდე, 32 პაციენტი შემოვიდა ჩვენ კლინიკაში. დიდი უმეტესობა დამწვრობით, რამდენიმე მათგანს კომბინირებული ჭრილობა ჰქონდა. ერთ-ერთ პაციენტს – ბავშვს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა და დღეს ვუშვებთ სახლში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0