საარჩევნო რეკლამის საფასური თითქმის ორჯერ გაძვირდა

23/06/2016

პოლიტიკური მოძრაობა ”ახალი საქართველოს” ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, მედიასივრცეში, პოლიტიკური სარეკლამო ფასები საკმაოდ გაძვირებულია. როგორც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ეს ნორმალურ პოლიტიკურ კონკურენციას ხელს არ შეუწყობს.

“რაც ღირს რეკლამა კომერციული კომპანიებისათვის, იმაზე გაცილებით ძვირია საარჩევნო რეკლამა, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო – რეკლამა დაახლოებით 40%-50%-ით არის გაძვირებული და თითქმის ორჯერ ძვირია. არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნით. იმ პოლიტიკურმა ორგაზაციებმა, რომელთაც უფასო სარეკლამო დრო არ ეკუთვნით, უნდა მოიძიონ თანხები, რომ რეკლამაში ორჯერ მეტი გადაიხადონ. იგივე ხდება ბილბორდებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვაშაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0