საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად პოზიტიურად შეიძლება იქნას მიჩნეული მმართველი ძალის საარჩევნო კამპანია. მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და ორიენტირებული მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე.
„ჩვენ კამპანიას ვაგებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. რა თქმა უნდა, შეუძლებელია წარმატებული მომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დღეებია და ბატონმა ირაკლიმ თუ რაღაც აქცენტები გააკეთა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის თავდაცვის მინისტრი და მისთვის ამ მშვიდობის განზომილებას აქვს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა. მთლიანად კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.