ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველო გადავიდა სხვა პოლიტიკური კულტურის რეჟიმში, ამიტომ წინასაარჩევნოდ პარტიების ქცევის კოდექსის მიღება უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის ჩატარებულ არჩევნებს. როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, ევროპაში არჩევნები ისეთ ვითარებაში მიმდინარეობს, რომ ვერავინ გებულობს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ.
“არჩევნები როცა ტარდებოდა სიძულვილის ენით, ეს თემა ვფიქრობ უკვე ჩავლილია. საქართველო გადავიდა სხვა პოლიტიკური კულტურის რეჟიმში. ამიტომ თუ ქცევის კოდექსზე, ეთიკურ კოდექსზე პარტიები შეთანხმდებიან და იქნება საერთო კოდექსი ამასთან დაკავშირებით მხოლოდ უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის საქართველოში ჩატარებულ არჩევებს. ევროპაში ისე ტარდება არჩევნები, ვერც გაიგებთ წინასაარჩევნო კამპანია, რომ არის. ვფიქრობ, რომ საქართველოშიც სწორედ რომ ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ.” განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგური იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ეხება ძალადობის პრევენციას არჩევნების პერიოდში.
“ინიციატივა, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს შემოტანილი, აუცილებლად იქნება პარლამენტის კედლებში განსჯის საგანი. ისეთი ცვლილებები უნდა შევიტანოთ რომ არავითარი ეჭვი არ დარჩეს, რომ რაიმე ძლადობას ექნება ადგილი ამომრჩეველზე. სასჯელის გამკაცრებას საარჩევნო დანაშაულისათვის ვეთანხმებით „კონსერვატორები“. 25 წელზე მეტია ვმონაწილეობ მე პირადად არჩევნებში, საარჩევნო დარღვევისთვის დასჯილი ადამიანი მე არ მახსოვს. საარჩევნო დარღვევა არის ძალიან სერიოზული დარჩვევა . ეს არის ის, რომ მოიპარო ადამიანის ხმა ამა თუ იმ ფორმით – პირდაპირ თუ ირიბად”, -განაცხადა ძიძიგურმა.