საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები

07/10/2022

პარლამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში მოისმინა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 666 განცხადება შევიდა, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 11 126 ზარი განხორციელდა.

„სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაცია/წინადადებით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყებებიდან ყველაზე მეტი რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. 2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. მომზადდა და გაიგზავნა 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში გამოვლენილია დისკრიმინაციის 161 ახალი შემთხვევა. სახალხო დამცველმა ისაუბრა სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა ფსიქიატრიული დაწესებულებები და მასში განთავსებული პაციენტების უფლებრივ მდგომარეობაზე, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევებზე, გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობებზე, სასამართლოს სისტემაში უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების ფორმებზე, სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე. სახალხო დამცველის თქმით, საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები. ნინო ლომჯარიამ გამოხატვის თავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს საქმიანობა საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. მან ასევე ისაუბრა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის, ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, შშმ პირთა უფლებების დაცვაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე.
მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, საანგარიშო წელს აქტუალური იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესები. სახალხო დამცველმა ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობა შეფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხანდაზმულები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0