სოციალურად დაუცველ ოჯახთა საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ოჯახებზე ავარიული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოებისთვის საამშენებლო მასალების გადაცემას. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში 80 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მიერ მიმდინარე წლის პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა 47 სოციალურად დაუცველი მოქალაქის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების მდგომარეობა. შესაბამისი აქტების შედგენისა და ტენდერის გამოცხადების შემდეგ, დაიწყო საამშენებლო მასალების გაცემა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები 16 ივნისს პირადად აკვირდებოდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საამშენებლო მასალების განაწილების პროცესს, რის შედეგადაც, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება 47 ოჯახს.