მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გააჩნია რა ფორმით, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ექს-პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.
მეჭიაური ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.
”ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია. თვითონ საკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გაააჩნია, რა ფორმით“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ექს-პრეზიდენტის შესაძლო დაკავებას და საქართველოში მის ამ გზით ჩამოყვანას, დეპუტატის თქმით, „არც ეს არის გამორიცხული“.
სააკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გააჩნია რა ფორმით
25/04/2016