საავტომობილო გზების დეპარტამენტი გრემისხევში გზების რეაბილიტაციას იწყებს

16/07/2020

საქართველოს მთავრობის დავალებით, საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ადგილობრივი მნიშველობის გზების რეაბლიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დუშეთის, მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად დაზიანებულ მონაკვეთებს.
ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით რეაბილიტირდება დუშეთის, გურჯაანისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტეში ჯამში 2 გზის მონაკვეთი და 5 ქუჩა, რასაც 21 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი მოხმარდება. დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი და სხვა), ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოსახლეობა და სოფელ მიქელიანთან, მდინარე ნარეკვავზე არსებული წყალსაცავის მომსახურე პერსონალი.
აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით და პრობლემები იქმნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სოფლები გამყოფ ხაზთან მდებარეობს. არსებული გზა არის გრუნტოვანი და ძლიერ დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0