რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, რუხის საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის გასართობი მოედანი მოეწყო

01/09/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, რუხის საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის გასართობი მოედანი მოეწყო. მოედნის მოწყობა პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი ,, “VERDA“-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ “ოდიშს” შორის, 2016 წლის 6 ოქტომბერს დადებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც რუხის საჯარო სკოლაში სასწავლო, კულტურული და ტურისტული ღონისძიებების მოწყობას ითვალისწინებდა.
პროექტის ფარგლებში, ასევე კულტურის ცენტრის მუსიკალურმა ჯგუფმა,,uander-7″ და პროექტის კოორდინატორმა გიორგი მაკალათიამ კოორდინირება გაუწიეს ბავშვებისათვის მუსიკალური მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას.
ჯგუფ ,,UNDER-7″ -სა და ბავშვების ერთობლივი კომპაქტ დისკიც ჩაიწერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0