რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

11/06/2022

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის საავტომობილო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. აღნიშნული გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს. ამ დროისთვის გზის ერთ მონაკვეთზე გვერდულებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა, ხოლო მეორე მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 16 443 900 მლნ. ლარია. სამუშაოები ეტაპობრივად ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0