რუსული ბაზების და ოკუპაციის დაკანონების მოწოდებებს რეაგირება სჭირდება

14/08/2016

რეკლამა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის დაკვირვების საგანს უნდა წარმოდგენდეს, – ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

”რუსული სამხედრო ძალების დაკანონება და ოკუპაციის აღიარება, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივია. ლოგიკურია, რომ ამ შინაარსის მოწოდებებში უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. ბაზების და ოკუპაციის დაკანონების მოწოდებებს რეაგირება სჭირდება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ”რეკლამის განთავსება დამოკიდებულია მაუწყებლის მიერ არჩეულ სტრატეგიაზე, მით უფრო როცა არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის რეკლამას ეხება საქმე”.

”მაუწყებელზეა დამოკიდებული, არაკვალიფიციურ სუბიექტს გაუშვებს თუ არ გაუშვებს”, – ამბობს ქუცნაშვილი.
ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას პირდებიან. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0