რუსთავში 98 ოჯახს დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

23/03/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რუსთავში წლების განმავლობში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება – მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა კიდევ 98 ოჯახს გადაეცა. ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლები პირადად გადაცეს – აღნიშნულ ოჯახებს ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონში გრძელდება ბინების დაკანონების პროცესი – დღეიდან რუსთავში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დამატებით კიდევ 98 ოჯახს გადავეცით. ეს არის ფართები სადაც ადამიანები ათეული წლებია ცხოვრობენ და ამ დრომდე არ ქონდათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან სიახლეს, ჩვენ კი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა უმოკლეს დროში განხორციელდეს დარჩენილი ოჯახების დოკუმენაციების შესწავლა და ბინების საკუთრებაში გადაცემა“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში, საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც, ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, ბოლო წელიწადნახევარში, საკუთრებაში უკვე 600-მდე ოჯახს გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0