9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა დღეს რუსთავში. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიკო ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კახა გუგეშაშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში, დიდების ხეივანში, II მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ფოლკლორული ანსამბლის ,,ალავერდის’’კონცერტიც გაიმართა.
რუსთავში მცხოვრებმა ვეტერანებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათებიც მიიღეს. ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის ფულადი საჩუქარი კი თითოეულ მათგანს პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა.
რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს
09/05/2016