რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

11/05/2024

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრები განაახლა. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს, რუსთავში გაიმართა. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო. მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვილებებზე ასევე ესაუბრნენ კომისიის წევრები – დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი. მათ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღესვე მოსახლეობასთან შეხვედრას თელავში გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0