ინფრასტრუქტურული სამუაოების პარალელურად, რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები დღეისთვის, მელიქიშვილის ქუჩის III გასასვლელში ხორციელდება, სადაც ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათები მონტაჟდება.
გარე განათების ქსელის განახლება უკვე დასრულდა მელიქიშვილის ქუჩის ჩიხში, V დაVII გასასვლელებში. სამუშაოებს მერიის ა(ა) იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს.
გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.
რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18/08/2017