რუსთავის მერიის ინიციატივით, ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფამ’’ ქალაქის მასშტაბით გამწვანების ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში, ასევე იაღლუჯის მთის ფერდობზე, პირველ ეტაპზე 2000-მდე ძირი კიპარისის, შავი ფიჭვის, კაკლისა და პავლოვნიის ნერგი დაირგვება. მათი ნაწილი ,,უზრუნველყოფის’’ სანერგე მეურნეობაში გამოიყვანეს, ნერგების გარკვეული რაოდენობა კი რუსთავის მერიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გადმოსცა. შარტავას გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოები დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის’’ ხელმძღვანელ ზაზა კუპატაძესთან ერთად დაათვალიერა. გამწვანების პროექტის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ხის კიდევ რამდენიმე ათასი ნერგი დაირგვება. სამუშაოების ღირებულება 14 ათას ლარს შეადგენს.
რუსთავში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
07/11/2016