რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი, „კესანე“ გაიხსნა

06/09/2022

ქალაქ რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი, „კესანე“ გაიხსნა. სარეაბილიტაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა. სარეაბილიტაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აშენდა და 150 ბენეფიციარს მოემსახურება. სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისთვის, რადგან რეგიონის მასშტაბით აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ბავშვი შეძლებს ცენტრის სერვისებით სარგებლობას.

“კესანე” ბენეფიციარების შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0