რუსთავს ბელორუსიდან 20-კაციანი დელეგაცია ესტუმრა

27/05/2016

რუსთავს ბელორუსიდან 20-კაციანი დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში ბელორუსის ახალგაზრდა მენეჯერთა საჯარო ადმინისტრირების სკოლის (SYMP) კურსდამთავრებულები – საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები შედიან.
სტუმრებს დღეს რუსთავის მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი საჯარო მოხეელებისა და ზოგადად თვითმმართველობის მუშაობას შეეხო, მხარეებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაც გაუზიარეს. სტუმრები ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების, ბიუჯეტის ფორმირებისა და სოციალური საკითხებითაც დაინტერესდნენ.
ბელორუსის დელეგაცია რუსთავის გარდა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც ეწვევა. ვიზიტის მიზანი ეფექტური მმართველობის კულტურისა და მდგრადი განვითარების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაცნობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0