რუსთავის მერიისა და ა(ა)იპ ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმი გაიხსნა.
ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რუსთაველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენაც.
სიმპოზიუმი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ქართველი მოქანდაკეები – ვალერი ჯიქია, იროდიონ გველესიანი, სანდრო ფოფხაძე, მალხაზ ჩალაძე, მალხაზ ცისკაძე, გენო ბაქარაია, ვანო გულდედავა, გიორგი ჭანკოტაძე და ზაქარია გულისაშვილი მიიღებენ.
სიმპოზუმის ფარგლებში, 23 დღის განმავლობაში 9 სკულპტურული ნამუშევარი შეიქმნება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ცხრავე ნამუშევარი რუსთავის ქუჩებში განთავსდება, გამოიცემა კატალოგიც.
მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში წელს პირველად ტარდება. ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაულამდე მოეწყობა.
რუსთავის პარკში მოქანდაკეთა სიმპოზიუმი გაიხსნა
19/08/2016