რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული მოქმედი ნაგავსაყრელების მოწესრიგებას გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით. ამ დროისთვის, კომპანია რუსთავის ნაგავსაყრელზე ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი,ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
რუსთავის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სამ თვეში დასრულდება.
რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
27/05/2016