რუსეთი პოლონეთის საზღვარზე ღობეს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო პოლონეთი“ ავრცელებს. არსებული მონაცემებით, გამაგრებითი სამუშაოები კალინინგრადის ოლქში დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
ფოტოსურათზე, რომელსაც „რადიო პოლონეთი“ ავრცელებს, ბოძები და მავთულხლართები ჩანს.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ დაწყებული სამუშაოების დანიშნულებაზე არაფერი იციან.
რუსეთი პოლონეთის საზღვარზე ღობეს აშენებს
18/08/2016