ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. გუშინ და დღესაც გაისმის სიტყვები „ოკუპირებული ტერიტორია“, მაგრამ ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის სურვილით. მოდით გავისენოთ სიტუაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. თუ არ ვცდები, გამყოფ ხაზზე მყოფი 17 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. ისინი უბრალოდ გაანადგურეს. თქვენ მიიწვიეთ მშვიდობისმყოფელები გამყოფი ხაზის უზრუნველყოფისთვის, შემდეგ კი მოკალით და მათი შვილები ობლად დატოვეთ. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად დადგა“, – განაცხადა კოვალიოვმა.