ბიზნესგაერთიანების „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და მისი წევრი კომპანიის „უნივერს ბიზნეს ჯგუფი“ ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს გოჩა ზეიკიძესა და რუსეთის ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შორის, ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების შესახებ, რაც ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკისა და მშენებლობის კუთხით რეგიონში არსებული პოტენციალის გამოყენებას გულისხმობს. რუსული კომპანიები დაინტერესებულნი არიან შესაბამის ქართულ ბიზნესკომპანიებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტურებითა და სამომავლო პარტნიორობით ააიპ “ მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოსთან“. ბიზნესგაერთიანება GEA სისტემატურად აწყობს სხვადასხვა ფორუმს ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისათვის ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.
რუსეთის ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა
10/11/2016