რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მიხეილ ჯანელიძეს

28/09/2016

საქართველოში რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ ჯანელიძემ რუმინეთის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკურად მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.
მხარეების მიერ განხილულ იქნა საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს.
საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. თავის მხრივ, რადუ-ლივიუ ჰორუმბამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი რუმინეთის უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა.
შეხვედრის დასასრულს, რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0