რომეო მიქაუტაძე ბაქოში საერთაშორისო ენერგეტიკულ სამიტში ,,Argus 2017“-ში მონაწილეობს

12/10/2017

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ბაქოში საერთაშორისო ენერგეტიკულ სამიტში ,,Argus 2017“-ში მონაწილეობს.
სამიტი კომპანია ,,სოკარისა“ და გლობალური ენერგეტიკული სააგენტო „არგუსი“-ს მიერ არის ორგანიზებული და მასში კასპიის რეგიონში მოქმედი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
,,საქართველომ თავისი მონაწილეობით ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-სუფსა. ასევე, სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCPX) გაფართოების პროექტი დაამტკიცა, რომ იგი საიმედო სატრანზიტო პარტნიორია. ჩვენი ამოცანაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშოს რეგიონში კერძოდ, სამხრეთ კავკასიური ენერგეტიკული კორიდორის განვითარებაში, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა სექტორმა უპასუხოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებს“- განაცხადა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რომეო მიქაუტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0