რომელ ასაკში შეიძლება გამდიდრდეთ

18/06/2016

ადამიანის ცხოვრებაში ფინანსური წარმატებისა და აღმასვლის წლების გამოთვლა ასტროლოგიის მეშვეობით სავსებით შესაძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოვლენის. თუმცა, გათვლა ერთია და თავად პიროვნების მონდომება – მეორე. შესაბამისად, პროგნოზები პროგნოზებად რჩება, თუკი თავად ინდივიდი არ ცდილობს ფეხი აუწყოს რეალობას და თავადაც არ აქვს სურვილი განვითარდეს. მატერიალური დოვლათის შეძენის და გამომუშავების გზები კი ყოველი ჩვენგანისთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს. ინდივიდუალურია ასევე ფულის შოვნის ასაკი და სავარაუდო ქონების ოდენობაც.

 ვერძისთვის ფინანსური წინსვლის საუკეთესო ასაკად 18-27 და 43-51 წლები სახელდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აქტიურად ცდილობენ სასიცოცხლო მინიმუმის გამომუშავებას უკვე პატარა ასაკიდან. თუმცა, 27 წლის მერე ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო, ზოგიერთი ხშირად კარგავს კაპიტალს. პოზიციების გამყარება კი მხოლოდ გონივრული ეკონომიის შედეგად ხდება 43-51 წლებს შორის.

კუროებისთვის ასტროლოგები ფინანსურად აქტიურ ასაკად 25-30 და 38-45 წლების ზღვარს მოიაზრებენ. კუროს ფული უყვარს ეს არავისთვისაა საიდუმლო. თუმცა, 38 წლისკენ იგი ხშირად იცვლის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, შესაბამისად, ხელახლა უწევს საკუთარი ფინანსური პირამიდის შენება.

ტყუპის ზოდიაქოს კარგი მატერიალური წინსვლის პერიოდი 19-30 და 48-55 წლებს შორის უდგას. სწორედ ამ ასაკობრივ სარტყელში ხასიათდებიან ტყუპი განსაკუთრებული ენერგიულობით, იპტიმიზმითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. თუმცა, ზუსტად 48 წლის შემდეგ ხდება მათი საბოლოო “დაღვინება” და შემოსავლის დიდი ნაწილსაც სტაბილურად აბანდებს სხვადასხვა ბიზნესში.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის ფინანსური აღმასვლის წლები 30-34 წლის ასაკს შორის მერყეობს. ზუსტად ამ პერიოდში ახერხებენ ისინი საუკეთესო მატერიალური ბაზის შექმნას, თუ ამ პერიოდს გადასცდა კირჩხიბის წინსვლა ფინანსური კუთხით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოდესმე იგი დიდი ფულის პატრონი გახდება.

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხი საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყებს დიდ ფინანსებთან “თამაშს” რის გამოც, ასტროლოგები ლომებს გამდიდრების ასაკად 21-28 წლების შუალედს ურჩევენ. ზუსტად ამ წლებში შეუძლიათ მათ ტალღის ქიმზე მოქცევა და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება.

 ქალწულს მისთვის, როგორც ერთ-ერთი მერკანტილური და მშრომელი ნიშნისთვის ასტროლოგები ცხოვრების მანძილზე დიდი ფინანსების შემოდინებას ყველაზე ხშირად 4 ეტაპად ყოფენ: 18-21, 28-31, 38-41 და 48-51 წლებს შორის შუალედები მოიაზრება ქალწულისთვის მატერიალური წინსვლისთვის საუკეთესო წლებად.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის ზედმეტი მერყეობაა დამახასიათებელი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ ასტროლოგები მათთვის ფინანსურად აქტიურ პერიოდად 25-30 წლების შუალედს მოიაზრებენ. ამ პერიოდის მანძილზე მათ მოთხოვებათ მთელი თავიანთი რესურსის და ნიჭის მობილიზება.

მორიელის ზოდიაქოს განსაკუთრებული უნარი აქვს მართოს ფინანსები, როგორც საკუთარი, ისე სხვისი. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ მათთვის განსაკუთრებული აღზევების ხანა 25-35 წლებს შორის დგება. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში გაწეული რისკი მატერიალური კუთხით ხშირად ხდება მორიელისთვის დიდი დანაკარგების მიზეზიც.

მშვილდოსნებს საუკეთესო პერიოდი ფინანსური წინსვლის კუთხით ცხოვრებაში ორჯერ ეძლევათ. ერთი ეს არის 22-26
წლებს შორის ასაკი, მეორე კი უფრო გვიან 29-33 წლებს შორის. ამასთან ერთად, თუკი პირველ ეტაპზე მათი გრანდიოზული გეგმები დამარცხდება, მეორე პიკი ფინანსური წარმატების მშვილდოსნისთვის ორმაგად მომგებიანი იქნება.

თხის რქას ასტროლოგები აქტიურ ფინანსურ ზრდას და შემოსავალს დაახლოებით 16-19 და 27-33 წლებს შორის უწინასწარმეტყველებენ. ეს ხალხი უზომოდ მშრომელი და მუყაითია, ამიტომ ბევრი მათგანი საკმაოდ ადრეულ ასაკში ახერხებს კარგად გამომუშავებას. თუმცა, შემდგომ მათ ეძლევათ შანსი შემოსავლების გასაორმაგებლად.

მერწყულის ზოდიაქოს ასტროლოგიურად ფინანსური წარმატების პერიოდი დაახლოებით 26-30 წლებს შორის უდგას. თუ ამ წლებს შორის ისინი პასიურობენ, შემდგომში ბევრ მათგანს ძალიან უჭირს საკუთარი შესაძლებლობების და ძალების დაჯერება. ამიტომ ხშირად სჯერდებიან მხოლოდ იმას, რასაც ცხოვრება სთავაზობთ.

თევზებისთვის კარგი პერიოდი ფინანსების შემოსადინებლად 18-25 წლებს შორის დგება. თუმცა, თუ ისინი ვერ ახერხებენ თანამმართებლი პლანეტა იუპიტერისგან ბოძებული ამ შანსის გამოყენებას. სამყარო მათ კიდევ აძლევს ერთ შანსს – 33-36 წლის ასაკის შუალედში. მაგრამ ამჯერად, წარმატების მისაღწევად თევზებს ბევრი შრომა და მოთმინება დასჭირდებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0