ვიცე-პრემიერს, კახა კალაძეს უჭირს იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ”ხუდონჰესის” მშენებლობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს.
„გამიჭირდება საუბარი იმაზე, რომ ხვალ შეგვიძლია დავიწყოთ მშენებლობა, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება“, – განაცხადა კალაძემ.
საკითხები შესათანხმებელი თუ არა კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“, რომელმაც ”ხუდონჰესი” უნდა ააშენოს, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან გარკვეული პირობების შესრულებას ელოდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ შეიმუშავა სატარიფო პოლიტიკა და სრულიად ახალი მიდგომა, თუმცა მასზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული.
„პირველი, ჩვენ შევიმუშავეთ სატარიფო პოლიტიკა, ჯერ არ არის ეს დასრულებული, თუმცა გვაქვს ახალი მიდგომა, ახალი შემოთავაზებები ინვესტორებისთვის, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება და ამის შემდეგ გადავალთ დეტალურ მოლაპარაკებებზე ყველა კონკრეტულ კომპანიასთან, ვისაც აქვს სურვილი ახალი პროექტების განხორციელების“, – განაცხადა კალაძემ.