ქალების უმეტესობას ჰგონია, რომ მამაკაცები არასტაბილური არსებები არიან. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა სიყვარული ნამდვილია, ნებისმიერი მამაკაცი შეძლებს იყოს ერთგული. ასტროლოგები თვლიან, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი სხვადასხვანაირად გამოხატავს სიყვარულს. მაინც როგორ უნდა გავარჩიოთ უბრალო გატაცება ვართ მისთვის თუ ნამდვილად ვუყვარვართ?
ვერძს თუ უყვარხართ, გამუდმებით იქნება თქვენთან კომუნიკაციაში. დიდხანს არ იფიქრებს, ძალიან მალე გადაგიშლით გულს და გაიძულებთ გრძნობებში აყვეთ.
კუროს თუ სერიოზულად შეუყვარდით, ამას ცოტა გვიან მიხვდებით. იგი დიდი ხნის მანძილზე დაგაკვირდებათ, რათა დარწმუნდეს თქვენს საიმედოობაში. თუკი მომავალი სახლის გეგმა გაჩვენათ და ავეჯის ფერის შერჩევაში დახმარება გთხოვათ, ე.ი. თქვენზე სერიოზულად ფიქრობს.
ტყუპს თუ სერიოზულად ჩაუვარდით გულში მზად იქნება ოცდაოთხი საათის მანძილზე გელაპარაკოთ. ჯამბაზად იქცევა თქვენთვის.
კირჩხიბს თუ შეაყვარეთ თავი, ჯერ ფრთხილად ეცდება, გარშემო ყველა თაყვანისმცემელი ჩამოგაშოროთ. სიტუაციის კულიმინაცია კი იქნება ის, რომ გაგაცნობთ დედას.
ლომს თუ შეუყვარდით, ათასგვარი სახის გმირობის ჩასადენად იქნება მზად თქვენთვის. უმცირეს სურვილზეც კი არ გეტყვით უარს.
ქალწულს თუ შეუყვარდით, იმით მიხვდებით, რომ ნებას დაგრთავთ მის ნივთებს მოკიდოთ
ხელი ან ისარგებლოთ მათით. თუკი თქვენზე ზრუნვა სიამოვნებს, ე.ი. მართლა უყვარხართ.
სასწორს თუ შეუყვარდით, აგავსებთ კომპლიმენტებით, მოგიწყობთ სიურპრიზებს და გიმღერებთ მთვარის შუქზე.
მორიელს თუ შეუყვარდით, თავდაპირველად დაგტანჯავთ ეჭვიანობით. მხოლოდ მაშინ გამოგიტყდებათ თავის გრძნობებში თუ დარწმუნდა, რომ მისი სიყვარულის ღირსი ხართ.
მშვილდოსანს თუ შეუყვარდით, მზად იქნება მთელი მსოფლიო თქვენთან ერთად შემოიაროს. მოგიწევთ გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ მთელ მის სამეგობროს. იგი სიამაყით გააცნობს ყველას თქვენს თავს.
თხის რქის სიყვარული თუ დაიმსახურეთ, იგი აუცილებლად გაგიზიარებთ საკუთარ გეგმებს, ამასთან ერთად ეცდება საკუთარ სანათესავოსთანაც მოიწონოს თქვენით თავი.
მერწყულს თუ შეუყვარდით, გულგრილობით გაგაოცებთ. თუკი გეჩვენებათ, რომ ყურადღებას საერთოდ აღარ გაქცევთ, ე.ი. გაგიჟებით უყვარხართ და დრო სჭირდება საკუთარ გრძობებში გასარკვევად.
თევზებს თუ შეუყვარდით, მთელ გულსა და სულს მოგიძღვნით. სინაზისა და მზრუნველობის განსახიერება იქნება თქვენთვის.