როგორები ქმრები არიან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

19/05/2016

ნებისმიერ ქალს სურს, რომ მეორე ნახევარი სწორად შეარჩიოს. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი ქორწინების პარტნიორი სულაც არ ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. ზუსტად ამისთვისაა საჭირო, მომავალი მეუღლის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა. საიმისოდ, რომ სამომავლოდ ნაკლებად დავრჩეთ იმედგაცრუებულები და რაც მთავარია, არასოდეს ვცადოთ ზრდასრული მამაკაცის გადაკეთება.

ვერძი – ცოტა უყურადღებო, მაგრამ აქტიური ქმარია. ურთიერთობის დასაწყისშივე გაარკვიეთ ვის რა ევალება. თუკი თავიდანვე მიიჩნია, რომ რემონტი ქალის საქმეა, მას ვერასოდეს გადაათქმევინებთ.

კურო – იდეალური ქმარია. მისი ქორწინება, როგორც წესი, ერთხელ და სამუდამოდაა.
ყველაფერს აკეთებს ოჯახისთვის და ოჯახის სასარგებლოდ. ოღონდ ცოტა ჯიუტია და ამას უნდა შეეგუოთ.

ტყუპი – მხიარული და გამჭრიახი ქმარია. მოსწონს ურთიერთობებში სიმსუბუქე და მრავალფეროვნება. ზოგჯერ მიდრეკილია ღალატისკენ. თუმცა, ვერ იტანს ურთიერთობების გარკვევას.

კირჩხიბი – მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარია, ზოგჯერ ზედმეტად მოსიყვარულეც კი. ქმარი კირჩხიბი კარგი კულინარია და ხშირად ჩაერევა ცოლის სამზარეულო საქმეებში. ისინი აფასებენ სიმყუდროვეს და ხშირად აკრიტიკებენ ცოლებს უწესრიგობის გამო.

ლომი – შესაძლებელია იყოს უზომოდ მოსიყვარულე, მაგრამ ამასთან ერთად ტირანი და დიქტატორი, როგორც ქმარი. ლომი ოჯახის წევრებისგან სრულ მორჩილებას ითხოვს. თუკი მზად ხართ იაროთ ფეხის წვერებზე – გაგიმართლათ, ლომ ქმარს ყველაფერს გააკეთებინებთ დათმობით და მორჩილებით.

ქალწული – ყურადღებიანი, მზრუნველი, თუმცა ძალიან პრეტენზიული ქმარია. სამაგიეროდ, მის გვერდით ყველაზე გამოუცდელი დისახლისიც კი ოჯახის დედაბოძად გადაიქცევა. ქალწულს უყვარს შენიშვნების მოცემა და ჭკუის სწავლება. თუკი სახლში სიმყუდროვე არ გექნებათ, მისი გრძნობებიც განელდება თქვენთან დამოკიდბეულებაში.

სასწორი – მეზღაპრე და მეოცნებეა. იდეებით აქვს თავი სავსე და მზადაა ამ იდეებით “გამოკვებოს” ოჯახი. ამიტომ ცოლი ყოჩაღი და აქტიური სჭირდება. სამაგიეროდ, რომანტიკული და მოსიყვარულეა. ხშირად ჩაგეხუტებათ ხოლმე ყოველ მიზეზ გარეშე.

მორიელი – ოჯახი მისი ციხესიმაგრეა. ამიტომ ყოველთვის მკაცრად იცავს ოჯახის “შინაგანაწესს” და აკონტროლებს ცოლს თუ ღიად არა ფარულად მაინც. მისთვის მნიშვნელოვანია კარგი სექსი, შესაბამისად, ქორწინების მრავალწლიანი სტაჟის მერეც ამ მხრივ არ უნდა მოდუნდეთ თუ არ გინდათ, რომ ქმარმა
სხვისკენ გააპაროს თვალი.

მშვილდოსანი – მხიარული, ოპტიმისტი და მოსიყვარულე ქმარი იქნება, თუკი გუნებას ძალიან არ მოუწამლავთ ჭკუის დარიგებებით. მიეცით მას საკმარისი თავისუფლება საიმისოდ, რომ პერიოდულად მაინც იხეტიალოს. იგი იდეალური მამა და კარგი მეგობარი იქნება თქვენთვის.

თხის რქა – მართალია, ცოტა ცივია, ერთი შეხედვით და არც ენის მოჩლექით ეხერხება საკუთარი ემოციების საჯაროდ დემონსტრირება, მაგრამ თხის რქა ქმარი “სუპერქმარია” ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ოჯახი მისთვის ყველაფერია და იგი უერთგულესი ქმრებს კატეგორიას განეკუთვნება ამასთან ერთად.

მერწყული – ქმრის სტატუსი არცთუ მაინცდამაინც შეეფრება. თუმცა, თუკი გაყო უღელში თავი ეცდება მაინც კარგი მეუღლე იყოს. მას ნაკლებად აღელვებს ფინანსური საკითხები და ცხოვრების მატერიალური მხარე, ამიტომ მოგიწევთ ხელში აიღოთ საოჯახო ბიუჯეტის მართვა.

თევზები – უზომოდ მოსიყვარულე, გამგებიანი და რომანტიკული ქმარია. მას შეუძლია მიზეზით და უმიზეზოდ უკეთოს ცოლს საჩუქრები, მაგრამ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ მისი სახით შვილებთან ერთად კიდევ ერთი “დიდი ბავშვის” გაზრდა გეკისრებათ. თევზი ქმარი დაბნეული და ქაოსურია. სამაგიეროდ, ცოლის მითითებებს კარგად ემორჩილება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0