რკინის ჯვარზე პილიგრიმული ტური დასრულდა. დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე, სასწაულმოქმედ ხატთან ერთად რკინის ჯვარი სამასამდე ადამიანმა მოილოცა. ილორის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხატთან პარაკლისი აღავლინა, შესრულდა საგალობლები.
ანდრიაობის აღნიშვნა ხარაგაულში ახალგზარდებმა 14 წლის წინ დაიწყეს. მსვლელობის იდეა, რომელიც შოთა ხარატიშვილს ეკუთვნოდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი ბერიკა თურმანიძე) ორგანიზებით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა. მომლოცველებმა რკინის ჯვრამდე საკმაოდ რთული და საინტერესო გზა განვლეს.
რკინის ჯვარზე პილიგრიმული ტური დასრულდა
13/05/2016