დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. საქველმოქმედო აქცია სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში „ოჯახის მკურნალი“ შედგა, სადაც ბენეფიციარებმა სხვადასხვა, მათ შორის ლაბორატორიული, კარდიოლოგიური, ექოსკოპიური, ასევე ოფთალმოლოგიური და სხვა სახის გამოკვლვები ჩაიტარეს.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, აღნიშნული აქცია საგაზაფხულო საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში რიგით მესამეა და ის ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.
მისივე თქმით, მსგავსი აქციები, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო მომსახურება ამჯერად ბავშვებსა და ქალბატონებს გაეწევათ, მომავალშიცაა დაგეგმილი.
„სიკეთის კეთება არც ისე ძნელია, უფრო მეტიც, სასიამოვოა. სწორედ ამიტომ ჩვენ პერმანენტულად ვეხმარებით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისა და სოციუმის წარმომადგენლებს“,-აღნიშნა დეპუტატმა.
საქველმოქმედო ღონისძიებას ასევე რიმა ბერაძის რაიონული ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რიმა ბერაძის ინიციატივით, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
25/03/2017