რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დაცვა სთხოვა

Saturday July 16th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დაცვა სთხოვა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ვიდეო მიმართვა აქამდეც გაუგზავნა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხელის შეშლა სთხოვა.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0