შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ( DAAD) ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის “Rustaveli-DAAD” ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.
„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში 38 განაცხადი გაკეთდა, მათგან ქართველი და გერმანელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ, დასაფინანსებლად 18 პროექტი შეირჩა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამარჯვებულმა კონკურსანტებმა, გერმანიაში კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებზე, პრეზენტაციები წარმოადგინეს.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო ქსელის შექმნას, ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო გეგმავს ახალგაზრდა მეცნიერების მაქსიმალურ ხელშეწყობას უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებში ჩართულობისთვის
28/12/2018