არსებული ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის თაობაზე ინფორმაცია პარლამენტში არაოფიციალურად ვრცელდება. აღნიშნული კომიტეტის წევრი დეპუტატები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხება და თავს იკავებენ იმის დაკონკრეტებისგან, გავა თუ არა “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებზე დამოუკიდებლად.
პარტიაში არც იმას აზუსტებენ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში “რესპუბლიკელები” დატოვებენ თუ არა კოალიციურ უმრავლესობას და დაკავებულ სახელმწიფო თანამდებობებს.
“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო
28/03/2016