,,რესპუბლიკური პარტია” ყველა დონეზე პოზიციებს ინარჩუნებს

31/03/2016

,,რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლობა ყველა დონეზე რჩება. ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო თუ ადგილობრივი”, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტში ,,რესპუბლიკელები” იმუშავებენ ისე როგორც პარტიას მიაჩნია სწორად.
,,რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლობა ყველა დონეზე რჩება. ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო თუ ადგილობრივი. ჩვენ ყველგან ვინარჩუნებთ პოზიციებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ ვიქნებით კოალიციაში. ვამბობთ, რომ დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას.
რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია კოალიცაში იყოს პარტია და ვიღებდეთ დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობას, ევროპის ყველა ქვეყანაში ასე ხდება.
რაც შეეხება პარლამენტს, პარლამენტში ჩვენ ვიმუშავებთ ისე, როგორც პარტიას მიაჩნია სწორად. უმრავლესობასთან თუ რამე შევათანხმეთ შევათანხმეთ, თუ არა, ვიტყვით როგორც მიგვაჩნია სწორად”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0