“რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცვლელთა სათადარიგო სკამი საკმაოდ გრძელია

05/07/2016

როცა საქმე მის გუნდს ეხება, დავით უსუფაშვილი ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ თუკი საქმე მის გუნდს არ ეხება და ეხება მის გარეშე პროცესებს, ისეთ შეფასებებს იყენებს, რომელიც ვფიქრობ, არაადეკვატურია, – აღნიშნული შეფასება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ დავით უსუფაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელიც “რესპუბლიკელი“ მინისტრების მთავრობიდან წასვლას და ორი პარტიის “ცივილურ გაყრას“ შეეხება. ვოლსკის თქმით, “ქართულ ოცნებაში“ “რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცვლელთა სათადრიგო სკამი საკმაოდ გრძელია“.

“თუკი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი მინისტრები წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაერთვებიან, რასაკვირველია, წასვლას ნორმალური სახე აქვს და არაფერი ამაში არაცივილური არ არის. ვფიქრობ, რომ ისინი “რესპუბლიკური პარტიის“ გამორჩეული სახეები არიან – დადებითი თუ უარყოფითი, ეს მეორე მხარეა. ვფიქრობ, რომ “რესპუბლიკელები“ სამივე მინისტრს პოზიტიურ რესურსად განიხილავენ და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0