საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ქართველი რეჟისორის გივი სარჩიმელიძის გარდაცვალების გამო.
ის გახლდათ თოჯინების სახელმწიფო თეატრის დამდგმელი რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი რეჟისორი. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი. დადგმული აქვს სპექტაკლები: “მზის სხივი”, “ცისფერი ზღარბი”, “ხეტიალა” და
სხვა.
გადაღებულია არაერთ ფილმში, მათ შორის: „შანტრაპა“, „ანთიმოზ ივერიელი“, „სპირალი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვა.
გივი სარჩიმელიძე თოჯინების თეატრების მოღვაწეთა კავშირის “უნიმა” პრეზიდენტი და საქართველოს თეატრალური საზოგადოების წევრი იყო.
რეჟისორი გივი სარჩიმელიძე გარდაიცვალა
18/08/2017