რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო

09/07/2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა.
უხვი ნალექის გამო დაზარალდა გურიის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებში წაღებულია სახიდე გადასასვლელები და სავარგულები. დაზიანებულია გზის საფარი.
„რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. ითვლება ზარალი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მინისტრი პირადად უწევს კოორდინაციას. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0