რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

18/08/2016

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის ინიციატივით რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პირველ ეტაპზე დასუფთავდა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, რომელთაც განსაკუთრებით ხშირად სტუმრობს ადგილობრივი და ჩამოსული მოსახლეობა. დასუფთავების აქცია არ იქნება ერთჯერადი სახის და პერიოდულად განხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში.
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს საზოგადოებას: ,, ნუ დავაბინძურებთ გარემოს, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მხარის სისუფთავესა და სილამაზეზე”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0