რეგიონში ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები

14/02/2023

“ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის” ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება. პროექტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს რეგიონის 5 მუნიციპალიტეტისთვის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) ახალი რეგიონული ევროსტანდარტების შესაბამისი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას და მისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას. რეგიონში ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები, რაც საერთო ჯამში გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს. შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად მისი მოადგილე კახა კობერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, წალკის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0