რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

04/04/2024

თემატური მოკვლევის ჯგუფმა „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი მერაბ ქვარაია მიესალმა, რომელმაც ჯგუფის შექმნის მიზნებზე, საკითხის მნიშვნელობასა და დეცენტრალიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მუნიციპალიტეტების თანაბარი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და შესაბამისად, საინტერესოა ყველა იმ კვლევის და მოსაზრების გაცნობა, რომელიც თემატური მოკვლევის ჯგუფის ფორმატში განიხილება. შეხვედრაზე ჯგუფის წევრები, ექსპერტები და მოწვეული სტუმრები თემატური მოკვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაციას გაეცნენ და წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. მთავარი მომხსენებლის განცხადებით, შეხვედრებზე გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები საფუძვლად დაედება იმ დოკუმენტს, რომელსაც მოკვლევის ჯგუფი მოამზადებს, რაც თავის მხრივ, მუნიციპალიტეტების თანაბარი განვითარების ერთ-ერთი გზამკვლევი დოკუმენტი გახდება. თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის და რეგიონის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0