მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შალვა კერესელიძემ მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივებთან ერთად, არსებული საზღვრების გაფართოების საკითხი განიხილა.
„რეგიონის პოტენციალის სათანადოდ გამოყენება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. შესაბამის უწყებებთან ერთად, აქ არსებული ბუნებრივი რესურსის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო განვითარებისთვის აქტიურად ვმუშაობთ“ – აღნიშნა შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა.
საზღვრების დემარკაციის პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე წარიმართება.