ნალექი, თოვლის სახით მოვიდა კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თელავში.
«რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა. რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში — ახმეტაში და თელავში გვაქვს ნალექი თოვლის სახით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე, თოვლი არ მოსულა. რაც შეეხება, ვაზიანი — გომბორი- თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, გადაადგილება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის»- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.