რეაბილიტირებულ როხის ბაღში სასწავლო წელი დღეს დაიწყო

03/10/2016

როხის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და დღეს, 3 ოქტომბერს, სასწავლო წელი როხის ბაღის აღსაზრდელებისთვისაც დაიწყო.
ბაღის გახსნას ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე დაესწრნენ.
ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის და ინვენტარისთვის სულ 31 ათასი ლარი დაიხარჯა, საიდანაც, 23 ათასი ლარი რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის გამოიყო, 8 ათასი ლარი კი ინვენტარის შეძენისთვის.
2016 წლის სოფლის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღში შეიცვალა იატაკი, ჯგუფებში დაიგო ხის იატაკი, ხოლო დერეფანში, გამგის ოთახში, პროდუქტის საწყობსა და პროდუქტის მისაღებ ოთახში მეტლახი, დამონტაჟდა საბავშვო უნიტაზები, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, აივანზე 140 კვ.მ. მეტლახი და დეკორატიული ფილები დაიგო, შეიცვალა 8 კარი და 3 ფანჯარა, ჩატარდა კოსმეტიკური სამუშაოები, კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყო კვების ბლოკი.
2014 წელს მოხდა ბაღის გაზიფიცირება და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.
როხის საბავშვო ბაღს 59 აღსაზრდელი ჰყავს და შექმნილია 2 ჯგუფი. აღსანიშნავია, რომ 20-22 წლის მანძილზე ბაღში მხოლოდ 1 ჯგუფი არსებობდა, 2015 წელს კი ბაღს პირველად დაემატა მეორე ჯგუფი.
სულ როხის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა:
2014 წელს – 12 ათასი ლარი
2015 წელს – 5 400 ლარი
2016 წელს – 32 ათასი ლარი
როხის ბაღის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვის როხის მაჟორიტარ დეპუტატ თორნიკე გაჩეჩილაძეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0