რეაბილიტირებული დიაგნოსტიკური ცენტრი ანასეულში არჩილ თალაკვაძემ მოინახულა

20/04/2017

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ანასეულში მდებარე ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი მოინახულეს და აქ მიმდინარე კვლევით პროცესს გაეცნენ. ცენტრი ათეულობით წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია დააფინანსა და უკვე წელს რემონტი მთლიანად დასრულდა. არჩილ თალაკვაძემ და ბეგლარ სიორიძემ შენობა დაათვალიერეს, აქაურ თანამშრომლებს გაესაუბრნენ და დიაგნოსტიკური ცენტრის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინეს. მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქალაქის მერმა, ასევე, მოინახულეს პროექტის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გახსნილი მცირე საწარმო, რომელიც სოიოს პროდუქტებზე მუშაობს. ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი სურსათის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად შესაბამისობის საერთაშორისო სერთიფიკატს გასცემს, რომელიც პროდუქციის იმპორტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0